სამართალი
რა გახდა ახალციხეში ტრაილერის მძღოლის გარდაცვალების მიზეზი?
ახალციხეში, ახალქალაქის გზატკეცილზე, ბენზინგასამართ სადგურთან ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა.

62 წლის თურქეთის მოქალაქე მეწყვილესთან ერთად თბილისიდან სტამბულის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. 

თვითმხილველების ცნობით, გარდაცვლილს ასთმა აწუხებდა და სიკვდილის სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

| Print |