სამართალი
ნინოწმინდის საბაჟოს გავლით, მოქალაქეს საქართველოში, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები შემოჰქონდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ნინოწმინდა“, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის როგორც ფიზიკურად, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 27130.41 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სამართალდარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 464,09 ლარის ჯარიმა დაფიქსირდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს 11 464,09 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები საქართველოს საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ",
- ნათქვამია შეოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |