სამართალი
ახალციხეში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადა და გაასაღა 35 000 ლარის ღირებულების 5 000 (კუბური მეტრი) ვულკანური წიდის (პემზა) თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც 12 150 ლარი მიიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
| Print |