სამართალი
სამსახურში არ უშვებდა - რას ჰყვებიან დაჭრილი ქალის მეზობლები

ბორჯომში დაჭრილი ქალის მეზობლები მომხდარს იხსენებენ და ამბობენ, რომ დაჭრილი ქალი სასწრაფოს გამოძახებამდე მეზობელმა საკუთარი მანქანით კლინიკაში წაიყვანა , რითაც სიკვდილს გადაარჩინა.

მეზობლები დაჭრის მოტივზე ვერ საუბრობენ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით აღნიშნავენ, რომ ქალი ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ქმარი სამსახურში წასვლას უკრძალავდა, მათივე თქმით წარსულში ოჯახიდან კონფლიქტის შესახებ არაფერი სმენიათ.

შეგახსენებთ, რომ პირველ მაისს ბორჯომში შუახნის ქალი ქმარმა დაჭრა, მას მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში პოსტოპერაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დაჭრილის ბრალდებული მეუღლე კი პოლიციამ დააკავა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს აღიარებს.
| Print |