სამართალი
მამაკაცს, რომელმაც ბორჯომში 37 წლის მეუღლე დაჭრა, აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა
მამაკაცს, რომელმაც ბორჯომში 37 წლის მეუღლეს ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ მაისს, ბრალდებულმა ბორჯომში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით სცადა მეუღლის მოკვლა, კერძოდ, მას დანით თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული ასევე, მეუღლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა.

დანაშაული სასჯელის ზომად 16-დან 20- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ და“ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“,
- ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:

| Print |