სამართალი
მამაკაცს, რომელმაც ასპინძაში თანასოფლელი მოკლა, მიმალვა არ უცდია - თვითმხილველი
ასპინძაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელმაც 36 წლის ი.მ. ცივი იარაღით მოკლა, შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა. მათი თქმით, სამართალდამცველებმა იგი უკვე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დადასტურებულ ინფორმაციას ამ დრომდე ველით.

როგორც თვითმხილველები "მეცხრე არხს" უყვებიან, დაინახეს, რომ ორივე პიროვნება ერთ ავტომობილში იჯდა. სავარაუდოდ, ისინი ახალციხიდან ასპინძაში ავიდნენ. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

36 წლის მამაკაცი კლინიკაში გამვლელმა გადაიყვანა, თუმცა ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ შეყვანისას იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილს ყელის არეში დანით მიყენებული ორი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის ცენტრში ორ ადამიანს შორის დაწყებული კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. ორივე პიროვნება სოფელ ტოლოშიდან არის. 
ასევე ნახეთ:

| Print |