სამართალი
ავარია მსხვერპლით დასრულდა (video)

ავტოსაგზაო შემთხვევას დღეს სოფელ წნისთან ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა საპირისპიროდ მოძრავ BMW - ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ნაწვიმარ გზაზე მოცურდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი გარდაცვილილი დახვდა. მათგან ერთი გადაყვანილია იმედის კლინიკაში, სამმა კი უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე.

კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, ,,იმედში" გადაყვანილ ერთ მგზავრს სერიოზული დაზიანება არ აქვს.

,,ორი ნაკერი აქვს და მას მალე გაწერენ" - განუცხადა ,,მეცხრე არხს" მზია კაკოშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო,რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |