სამართალი
ახალქალაქში სროლის ხმა ისმოდა - დაჭრილია ერთი ადამიანი
ახალქალაქში, დაახლოებით 21:00 საათზე სროლის ხმა ისმოდა. ქალაქის ცენტრში, რუსთაველი-თავისუფლების გზაჯვარედინზე, მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. Jnews-ის ინფორმაციით, მას ამ წუთებში, ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, პაციენტს გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. დაჭრილი, 1988 წელს დაბადებული მამაკაცია.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე.
| Print |