სამართალი
ბორჯომი - ახალციხის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა
ბორჯომი - ახალციხის გზაზე, სოფელ ლარებთან, ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც "მეცხრე არხს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ტრაილერის მძღოლი მსუბუქადაა დაშავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.

| Print |