სამართალი
ძალადობის მიმართულებით, 2021 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 5 144 შემთხვევაზე დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით 2021 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 5 144 შემთხვევაზე დაიწყო. ამის შესახებ გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წარდგენილ 2021 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2021 წელსაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩებოდა ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახური დანაშაული.საგამოძიებო უწყების წლიური ანგარიშის მიხედვით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ყოველწლიური ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2021 წელს ამ მაჩვენებელმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საერთო რაოდენობის 21,1% შეადგინა. 2014-2020 წლებში მუდმივად მზარდი იყო პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი. 2021 წელს, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა დაიკლო მცირედით და 91% შეადგინა.

ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი წლების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მაგალითად, 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 94%, ხოლო 2021 წელს 91% იყო.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, 2021 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 732 ბრალდებულის მიმართ, მათ შორის, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით ( შშმ, რელიგია, ეროვნული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია) - 8 პირის მიმართ. დაზარალებულად კი ცნობილ იქნა 754 პირი, მათგან 741 ქალი, 11 კაცი და 2 ტრანსგენდერი ქალი.
| Print |