სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 15 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი- 31 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში - 15,  28 - იმერეთში, , აჭარაში - 12, ქვემო ქართლში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 5, შიდა ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთშიც - 4, გურიაში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 204 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 40 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
| Print |