სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 21 ფაქტი გამოავლინეს და პრევენციული ღონისძიებებიც გაატარეს.

3 სამართალდარღვევა გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლოვანზე, მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის, აკუმულატორის, ჩოგანბადისა და სახლართი ბადის გამოყენებითბ ახდენდნენ თევზჭერას.

თევზჭერის საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემგდომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
| Print |