სამართალი
დაცვის პოლიციამ შსს-ს დანაყოფად დაარსებიდან 18 წელი აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე "დაცვის პოლიციის დღე" აღინიშნა. ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბაგრატიონმა არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა: "უწყება არ წყვეტს ტექნოლოგიურ განვითარებას და წლის ბოლომდე დაცვის პოლიცია სრულად იქნება აღჭურვილი ევროპული სტანდარტის ტექნიკით. კერძოდ, ინერგება MOTOROLA TETRA სისტემის მოწყობილობები. გარდა ამის, დაცვის პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, დაცვის პოლიციის ყველა თანამშრომელს ახალი სამუშაო ფორმა გადაეცა.

საზეიმო ღონისძიებაზე წელს 95-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 33 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
| Print |