სამართალი
ბორჯომში, ხევში ჩავარდნილი სატვირთოდან ცხედრის ამოყვანა ვერ ხერხდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბასთან, სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა. გზა, სადაც შემთხვევა მოხდა, სოფლიდან ტყეში შედის. ტრანსპორტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ტბის ტერიტორიულ ერთეულში ბორჯომის მერის წარმომადგენლის ზურაბ ლომიძის განმარტებით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოხტომა ვერ მოასწრო და დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან მანქანიანად ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები. ამ წუთებში მომხდარს ექსპერტ-კრიმინალისტები იკვლევენ.

სოფლის დეპუტატის მამუკა ლურსმანაშვილის თქმით, ცხედრის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მძღოლი ადგილობრივი არ არის.

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
თეგები: ბორჯომი / ტბა / ხევი /