სამართალი
ბორჯომში, ხევში გადავარდნისას გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა

ბორჯომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილი სოფელ ტბასთან, ხევში გადავარდა. ადგილობრივების თქმით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა დაუგორდა.

გარდაცვლილი ხაშურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ის სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სოფელ ტბის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მამაკაცი ხევთან ნაშალ მიწას ეზიდებოდა, რა დროსაც დაახლოებით, 100 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადავარდა.

შსს შემთხვევას სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ავტოსაგზაო შემთხვევა 10 აგვისტოს, შუა დღით მოხდა.
| Print |