სამართალი
ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში სამართალდამცველებთან კამათის შემდეგ დააკავეს
ახალქალაქის ცენტრში, სოფელ კუმურდოს ყოფილ დეპუტატი აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ადგილობრივი სააგენტო იუწყება, კამათში მონაწილეობდა პოლიციის უფროსის მოადგილე ანდრანიკ პეტროსიანიც. ინციდენტი აშოტ საარიანის დაკავებით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტვყიერი დაპირისპირებისა და ხელის კვრის შემდეგ, აშოტ საარიანი სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.


შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. ქმედება ჯარიმით 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ისჯება.


წყარო: Jnews
| Print |