სამართალი
ქობულეთში, ზღვაში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო
ქობულეთში ზღვაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

მოზარდი ქობულეთში ქუთაისიდან იყო ჩასული.

არსებული ინფორმაციით, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.
| Print |