სამართალი
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რა გახდა ვალეში ქალის გარდაცვალების მიზეზი?

ვალეში 49 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ შემთხვევის ადგილი დალუქულია. სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ცხედარი კვლავ პროზექტურაშია. მას სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტის თქმით, ქალს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ქალი საკუთარ სახლში ნათესავმა იპოვა. მან სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, რადგან მას მცდელობა ადრეც ჰქონია. სამართალდამცველებმა ისინი უკვე გამოკითხეს.

რომელი მუხლით დაიწყო შსს-მ ძიება და იზიარებს თუ არა თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას, უცნობია. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ არ გაუვრცელებია.

49 წლის ქალი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევა 17 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
| Print |