სამართალი
ხანძარი ახალციხეში - ღრელის მიმდებარედ ბუჩქნარი დაიწვა
ხანძარი იყო ახალციხეში. სოფელ ღრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მე-9 არხს“ განუმარტეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ფოტო და ვიდეომასალა მოგვაწოდა მახარე დალალიშვილმა.
| Print |
თეგები: ხანძარი /