სამართალი
ორი პირის ცემაში ბრალდებული ხუთივე დაკავებული თავისუფალია

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთ პირს გირაო შეუფარდა. მათგან ორს 20-20 ათასი ლარის, ხოლო დანარჩენ სამს - 5-5 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

საქმე 30 აგვისტოს მომხდარ ჩხუბს ეხება. ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო ორი დაშავდა, მათგან ერთი გ.ჯ. თბილისში, ნიუჰოსპიტალში მკურნალობს.

შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. რა გახდა ახალგაზრდებს შორის ჩხუბის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.
| Print |