სამართალი
ნინოწმინდაში ავტომობილი ასფალტის საპრესს შეეჯახა, არიან დაშავებულები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეფრემოვკა-ჟდანოვის გზის მონაკვეთზე, ერევნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილი ასფალტის საპრესს შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 14 სექტემბერს დილით მოხდა.

ავტომობილში 4 მგზავრი იმყოფებოდა. სამი მათგანი სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებით ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი მგზავრი უკვე გაწერეს, ერთი კი სამედიცინო გამოკვლევებისთვის გორში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობდნენ.

თვითმხილველების თქმით, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საპრესი მუშაობდა, შესაბამისი საგზაო ნიშანი არ იყო განთავსებული, რომელიც მიანიშნებდა, რომ გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გზის ამ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ჯავახავტოგზა" ახდენს.

რადიო "ნორი"
| Print |