სამართალი
საქართველომ სომხეთს 850,5 კგ. თევზის ნაწარმი უკან დაუბრუნა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერა, რომელიც თევზის ნაწარმით იყო დატვირთული.

უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ტვირთზე გამოვლენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის ფაქტი.

"საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი (850,5 კილოგრამი თევზის ნაწარმი) უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |