სამართალი
ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძარცველს 10-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი.

შსს-ს პირველადი ინფორმაციით, ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
| Print |