სამართალი
ახალქალაქში დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ახალქალქის რაიონულმა სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 1983 წელს დაბადებული ი.ბ. 18 სექტემბერს ახალქალაქში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მოქალაქე თურქული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილს მართავდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულისა და მისი ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Jnews.ge
| Print |