სამართალი
ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი 40-45 პროცენტით არის გაზრდილი - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი 40-45 პროცენტით არის გაზრდილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა განცხადება აღნიშნულის თაობაზე, ნაკადები ნამდვილად გაზრდილია, როგორც აღვნიშნეთ, წინა დღეებში 5-6 ათასი შემომსვლელი იყო საშუალოდ რუსეთის მოქალაქე, ზრდა არის 40-45 პროცენტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირებს, ვისაც აქვს დარღვეული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ან აქვთ სხვა ტიპის დარღვევები, ან საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ხდება მათი გაფილტვრა საზღვარზე, უარის თქმა.

ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც დარღვევა არ აქვთ, ბუნებრივია კანონმდებლობის გათვალისწინებით მათი შემოშვება ხდება. პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული”
,- განაცხადა დარახველიძემ.
| Print |