სამართალი
სოფელ წნისთან ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა
სოფელ წნისთან, დაახლოებით 18:00 სთ-თვის, მსუბუქი ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა.

,,ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ჰქონდა ბევრი დაჟეჟილობა, მათ შორის სახეზეც" - ამბობენ წნისში.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |
თეგები: ავარია / წნისი /