სამართალი
პოლონეთში ავარიას 3 ქართველი ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა
პოლონეთში, პოზნანის ახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ქართველი ემსხვერპლა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ქართველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავდა.

დაშავებულები ვერტმფრენით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და სამართალდამცავები.

პოლონური მედიის ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

მომხდარის გარემოებები ზუსტდება.
| Print |