სამართალი
ლიკანში მრავალსართულიან ბინაში აფეთქება მოხდა
ბორჯომში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში, დაახლოებით 17:00 სთ-თვის სავარაუდოდ გაზი აფეთქდა.
ლიკანში აფეთქება, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. დაზიანდა პირველი და მეორე სართულის საცხოვრებელი სახლები. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება. 
ტელეკომპანია ,,ბორჯომის" ინფორმაციით, ბინაში სავარაუდოდ 75 წლამდე ქალი ცხოვრობდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

| Print |