სამართალი
ბორჯომში კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ მიმდინარეობს
ბორჯომში შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ მიმდინარეობს. ბორჯომი მეექვსე ქალაქია სადაც მსგავსი ღონისძიება იმართება.
ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება აქვს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში, გაეცნოს აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას. ასევე დაათვალიეროს მათი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.
ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
კამპანიის ფარგლებში კვლავ გრძელდება შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლების ვიზიტები სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები იმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
| Print |