სამართალი
ვინ გაქურდა ბორჯომში კვების ობიექტები და რესტორნები
ბორჯომში, კვების ობიექტებში მომხდარი ქურდობების ფაქტებზე, ხუთი არასრულწლოვანია მხილებული. ამის შესახებ, ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

არიან თუ არა არასრულწლოვნები ადგილობრივები, ერთად მოქმედებდნენ თუ ცალ-ცალკე, როგორ იმუშავებს კანონი არასრულწლოვნების შემთხვევაში - მომხდარის შესახებ შსს-ში არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალები კი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბორჯომში, ბოლო პერიოდში ექვსი რესტორანი და კვების ობიექტი გაიქურდა.


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

ბორჯომში ორი რესტორანი გაქურდეს
| Print |