სამართალი
პოლიციამ დედათა მონასტერში ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა, რომლებიც იღუმენიას და მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 70 წლის მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ჯერ ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი, მდგომარეობის სიმძიმის გამო, თბილისში გადაიყვანეს.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |