სამართალი
„ვალეში“ არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „სადახლო-საავტომობილო“, სამართალდარღვევის ფაქტები აღიკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ს.ო.-სა და გ.ბ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები გამოვლინდა.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 548,31 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8 548,31 ლარის ოდენობით შეეფარდათ“,
- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |