სამართალი
უამინდობის გამო ათამდე მანქანა ერთმანეთს დაეჯახა

დღეს 7 იანვარს უამინდობის გამო გამო, პატარა ცემთან ათამდე ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. დაზიანებულია პოლიციის მანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ნელი გადაადგილება მაინც შესაძლებელია.

მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მოძრაობის სრულად აღდგენისთვის.
| Print |