სამართალი
"საქართველოს ბანკის" დაზიანებაში ბრალდებულს საბანკო ვალდებულება არ ჰქონია

„საქართველოს ბანკის“ ახალციხის ფილიალის კარის მინის ჩამსხვრევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც მუქარას გულისხმობს.

სსკ -ს მიხედვით, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის" ახალციხის ფილიალში მინები წუხელ, დაახლოებით 18:30 საათზე ჩაამსხვრიეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული ადიგენიდანაა და მას ,,საქართველოს ბანკში" საბანკო ვალდებულება არ გააჩნია.
| Print |