სამართალი
ახალქალაქში ქორწინების მიზნით გოგონა მოიტაცეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს.

აღნიშნულ ფაქტზე ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოს მიმართა. შსს-მ საქმე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7 -დან 10 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ჩვენი ინფორმაციით, გოგონა სრულწლოვანია და ის უკვე საკუთარ სახლში იმყოფება.
| Print |