სამართალი
შსს-მ სასულიერო პირის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავა. შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. ტაძრის 63 წლის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |