სამართალი
ტაბაწყურში ჩეხი ტურისტი დაიღუპა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში ჩეხი ტურისტი გარდაიცვალა.

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ეკატერინე ორჯონიკიძის ინფორმაციით, დაკარგულ ტურისტს გუშინდელი (4 მარტიდან) დღიდან ეძებდნენ. სამაშველო საქმიანობაში ჩართული იყო ვერტმფრენი, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო მისი ადგილზე დაშვება ვერ მოხერხდა.

პარალელურად, სამძებრო პროცესში მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული იყო ბაკურიანის და ტაბაწყურის მოსახლეობაც, თუმცა ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო მისი პოვნა დილამდე ვერ მოხერხდა.

ორჯონიკიძის თქმით, გარდაცვლილი მისი ჯგუფისგან დამოუკიდებლად იყო წასული მთაში.

| Print |