სამართალი
უამინდობის გამო, მაშველებმა ჩეხი ტურისტის ცხედრის გამოყვანა საფეხმავლო გზით შეძლეს
უამინდობის გამო, ტრაგედიის ადგილი ვერტმფრენისთვის მიუდგომელი იყო, ამიტომ დაკარგული უცხოელი ტურისტის ცხედრის გამოყვანა ბაკურიანელმა მაშველებმა საფეხმავლო გზით შეძლეს.

ცნობისთვის, ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა. ძებნა მაშინვე დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

დაკარგულ ტურისტს 4 მარტიდან ეძებდნენ. სამაშველო საქმიანობაში ჩართული იყო ვერტმფრენი, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო ადგილზე ვერ დაეშვა.

პარალელურად, სამძებრო პროცესში მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული იყო ბაკურიანის და ტაბაწყურის მოსახლეობაც, თუმცა ნისლის და ცუდი ხილვადობის გამო გარდაცვლილის პოვნა დილამდე ვერ მოხერხდა.
| Print |