სამართალი
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან განთავსებული ჯებირები აიღეს
მოქალაქეებმა პარლამენტთან რკინის ჯებირი მოხსნეს, რომელიც რუსთაველის მოედნის მხრიდან იყო დამონტაჟებული.

როგორც კადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ რკინის ჭიშკართან მოხვდნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი კიდევ გაუშვა.

პოლიცია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსაც იყენებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა ოცნებამ ,,უცხოეთის აგენტების გავლენის შესახებ"კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს ირწმუნება, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს"

"პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი", - აცხადებენ შსს-ში.
| Print |