სამართალი
ახალციხეში ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დახლოებით 20:00 სთ-თვის მოხდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველთა განმარტებით, მარცხნიდან მოძრავი ავტომანქანა არასწორად შევიდა სავალ გზაზე, რამაც შეჯახება გამოიწვია.
,,ძლიერი ხმა იყო, ადგილზეა პოლიციაც და სასწრაფოც. ძლიერი ავარია არ ყოფილა, ზუსტად არვიცი, მაგრამ მგონი კლინიკაშიც არავინ გადაუყვანიათ" - გვითხრეს ადგილზე.

მეცხრე არხი აგრძელებს მუშაობას და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |