სამართალი
საფარის გზაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხიდან საფარის გზაზე მიმავალ თეთრი Lexus-ის მარკის ავტომანქანას, ჯერ ნაწილი მოწყდა, მოგვიანებით კი ცეცხლი გაუჩნდა - ამის შესახებ მეცხრე არხს თვითმხილველებმა უთხრეს.

,,გზაში რაღაცა გასკდა, მანქანა გზიდან გადავიდა და გაჩერდა, მოგვიანებით აფეთქების ხმაც გაისმა. კიდევ კარგი მძღოლი სწრაფად მიხვდა, გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდნენ. გადმოსვლისთანავე ავტომობილს ცეცხლიც მალევე გაუჩნდა".

შემთხვევა დაახლოებით 22:30 სთ-თვის მოხდა.
| Print |