სამართალი
"საქონლის რიგში იყო, რომ არ გამოჩნდა მერე მოიკითხეს" - რას ჰყვებიან დაკარგულ ახალგაზრდაზე

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში დაკარგულ 28 წლის გიმზერ კაველიძეს ამ დრომდე მაშველები და თანასოფლელები მდინარეში ეძებენ.

ადგილობრივები "მეცხრე არხთან" ჰყვებიან, რომ ახალგაზრდის გაუჩინარებაზე ეჭვი მას შემდეგ მიიტანეს, როდესაც ის საქონლის სამწყემსად წასული ადგილზე არ მივიდა.

დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა, თუმცა არსებობს ვარაუდი, ახალგაზრდა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორე მხარეს ტროსით გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც ის წყალში ჩავარდა. თანასოფლელების ინფორმაციით, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა. ადგილზე ნაპოვნია მისი ჩანთა.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით დღის პირველ ნახევარში მოხდა.
| Print |