სამართალი
ნაქალაქევში დაკარგულ ახალგაზრდას მეექვსე დღეა ეძებენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში დაკარგულ 28 წლის გიმზერ კაველიძეს მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივებთან ერთად ჩართულია შსს და საგანგებო სიტუაციების სამსახური. ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხის, ბორჯომის და მიმდებარე ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

გიმზერ კაველიძე 5 მაისს, ბოლოს ავტობუსის გაჩერებასთან ნახეს. ახალგაზრდა კაცი ორ მწყემსთან ერთად სამწყემსურში მიდიოდა.

თმოგვის ციხესთან მისი ჩანთა მოგვიანებით ნახეს, რის გამოც კაველიძის ძებნა მდინარე მტკვარში დაიწყეს.
| Print |