სამართალი
"ბავშვებს შრომას აიძულებდნენ“ - პოლიციამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულია 4 ადამიანი, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და მათ შრომას აიძულებდნენ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ბავშვებს აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. ხოლო მიღებულ თანხას თავად მოიხმარდნენ.

„თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ“
, - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |