ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი და დროგამოშვებით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 3 და 4 ივნისს ახალციხეში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 24, ღამით კი ორივე დღეს 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში სინოპტიკოსები ორივე დღეს დღისით 25, ღამით კი 12 და 16 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 24 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 და 11. ადიგენში დღისით 25 და 24, ღამით ორივე დღეს 11 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით 21, ღამით 8 და 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები ორივე დღეს დღისით 19 -ს, ღამით ორივე დღეს 8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 24 გრადუსს, ხოლო ღამით 13 და 12 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში ორივე დღეს დღისით 20, ღამით კი 7 და 11 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 29 და 31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 და 18 გრადუსი იქნება.
| Print |