სამართალი
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში შევიდა შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. ადმინისტრაციამ მოახდინა თანამშრომლების ევაკუაცია, ამ დროისთვის შენობა ცარიელია და ელოდებიან გამნაღმველებს.

დღეს ევაკუაციაა გამოცხადებული თბილის საქალაქო სასამართლოში, უზენაეს და სააპელაციო, ასევე, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, ზუგდიდის, ოზურგეთის, მცხეთის, ქუთაისისა და გორის სასამართლოებში.

"მეცხრე არხი" მუშაობს თემაზე და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |