სამართალი
"შენობა დაცლილია და ველოდებით შესაბამის სამსახურებს" - რას ჰყვებიან სასამართლოს შენობიდან ევაკუაციაზე

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა. ადმინისტრაციამ თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა, და გამნაღმველების მოსვლამდე შენობა გაათავისუფლა. ახალციხის შემდეგ ევაკუაცია ასპინძის მაგისტრ სასამართლოშიც გამოცხადდა. თანამშრომლებს შენობა დააცლევინეს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში, ბომბის შესახებ შეტყობინება რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში შევიდა. თბილისში შეტყობინებები სააპელაციო, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში შევიდა, ასევე შეტყობინებები მიიღეს რაიონულ სასამართლოებში - თელავში, გორში, ქუთაისში,  ბათუმში, სენაკში, გურჯაანში, ზუგდიდში, ოზურგეთში, მცხეთაში, ქუთაისსა და გორში. შეწყვეტილია სამუშაო პროცესი, მოქალაქეებსა და თანამშრომლებს შენობებს ატოვებინებენ.

ასევე, შეტყობინებების გამო განხორციელდა რამდენიმე სკოლისა და საბავშვო ბაღის ევაკუაცია. თითქმის ყველგან, სადაც შევიდა ზარი მუშაობენ გამნაღმველები და სამართალდამცველები კინოლოგებთან ერთად.

ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით რაიმე ტიპის ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.
| Print |