სამართალი
ასპინძაში 15 წლის გოგოს ეძებენ
ასპინძაში 15 წლის გოგოს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდები სავარაუდოდ მტკვარში ბანაობდნენ, რა დროსაც მდინარემ გოგო გაიტაცა. დაწყებულია სამძებრო სამუშაოები.

შემთხვევა დაახლოებით 17:00 სთ-თვის, ე.წ. ერკოტის უბანში, ერეკლეს ნახიდართან მოხდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ეძებენ გიმზერ კაველიძეს, რომელიც 5 მაისს დაიკარგა. სოფელ ნაქალაქევში დაკარგული 28 წლის მამაკაცის ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხის, ბორჯომის და მიმდებარე ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

გიმზერ კაველიძე 5 მაისს, ბოლოს ავტობუსის გაჩერებასთან ნახეს. ახალგაზრდა კაცი ორ მწყემსთან ერთად სამწყემსურში მიდიოდა. თმოგვის ციხესთან მისი ჩანთა მოგვიანებით ნახეს, რის გამოც კაველიძის ძებნა მდინარე მტკვარში დაიწყეს.
| Print |