სამართალი
საბარგო სადგურთან ავარია მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. საბარგო სადგურთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა - ბეემვე და კია შეეჯახა. ორივე მანქანაში სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკებში - ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოსა და კლინიკა ,,იმედში" გადაიყვანა. შემთხვევა დაახლოებით 22:00 სთ-თვის, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. 

,,მეცხრე არხი" მუშაობს თემაზე და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |