სამართალი
სოფელ წირაში მამაკაცი დაჭრეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 24 ივნისს, გამთენიისას მოხდა. მამაკაცი კლინიკა იმედში ოთხი ჭრილობით შეიყვანეს. მედიკოსთა განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სიტყვიერი დაპირისპირება, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

,,სისხლი თქრიალით გასდიოდა, ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადარჩა და უკვე სახლშიც გაწერეს" - განუცხადეს მეცხრე არხს.

მომხდართან დაკავშირებით მეცხრე არხი შსს-დან პასუხს ელოდება.
| Print |
თეგები: დაჭრა / ჩხუბი / წირა /